სადენიანი და უსადენო ტექნოლოგიების შერწყმა საშუალებას იძლევა, სიგნალიზაციით აღიჭურვოს ობიექტის ის მონაკვეთებიც, სადაც კომუნიკაციის მიყვანა ფიზიკურად შეუძლებელია — დამხმარე შენობა, სარდაფი, პერიმეტრის შორეული უბანი.
სენსორების ფართო არჩევანი გაძლევთ საშუალებას თითოეული ლოკაციისთვის შეარჩიოთ ზუსტად ის დეტექტორი, რომელიც იქ მუშაობს: მოძრაობის, მინის მსხვრევის, მაგნიტური კონტაქტი, ვიბრაციის ან პერიმეტრული ბარიერი. თითოეულ დეტექტორში რამდენიმე ტექნოლოგიაა გაერთიანებული, რაც სისტემას საიმედოს ხდის და ცრუ განგაშს ამცირებს.
დეტექტორში ჩაშენებული კამერა საშუალებას გაძლევთ განგაშის მიღებისთანავე, აპლიკაციიდან თვითონ ნახოთ რა ხდება ობიექტზე — და გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა რეაგირება.
რას მოიცავს
- სადენიანი და უსადენო პანელები ერთ სისტემაში
- მოძრაობის, მსხვრევის, მაგნიტური და ვიბრაციის დეტექტორები
- ფოტოვერიფიკაცია — განგაშის დროს გადაღებული კადრი აპლიკაციაში
- ობიექტის დაცვაზე აყვანა და მოხსნა დისტანციურად
- სცენარები: ავტოფარეხის კარი, განათება, გათბობა ერთი ღილაკით
- ინტეგრაცია ვიდეომეთვალყურეობასთან და დაშვების სისტემასთან
ხშირად დასმული კითხვები
შესაძლებელია სიგნალიზაცია რემონტის გარეშე?
რა ხდება ინტერნეტის ან დენის გათიშვისას?
როგორ ავიცილო თავიდან ცრუ განგაში?
შემიძლია ობიექტი დისტანციურად ავიყვანო დაცვაზე?
დაკავშირებული პროდუქცია
ყველას ნახვაუსადენო დაცვის ცენტრალური პანელი
Ethernet + 2 SIM სარეზერვო არხი, 100-მდე მოწყობილობა, აპლიკაციით მართვა.
მოძრაობის დეტექტორი ჩაშენებული კამერით
განგაშისას იღებს კადრს და აგზავნის აპლიკაციაში — ცრუ გამოძახების გარეშე.